შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Horizon 2020 გზამკვლევების შესახებ

ევროკავშირის წევრ ქევყნებში ან  პროგრამა “ჰორიზონტი 2020"-თან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოებს შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ ინოვაციური პროექტები და მიიღონ საგრანტო დაფინანსება.

Horizon 2020-ის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა, გაეზიარებინა გამოცდილება, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მიიღონ დაფინანსება „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში. შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პრაქტიკული გზამკვლევი. 

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული გზამკვლევებისა და ფასიანი საინფორმაციო მასალის შესახებ:

Guidebooks -ეტაპობრივი  სახელმძღვანელო,  თუ როგორ დავწეროთ და შევადგინოთ საპროექტო  განაცხადი სწორად;

Ready-to-use proposal templates- თვალსაჩინოებები - დიაგრამები, ცხრილები, საპროექტო წინადადებების ნიმუშები;

Self-assessment tools- პროექტის იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან და საპროექტო განაცხადის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;

Proposal clinics -ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის ხარვეზების იდენტიფიკაციის და  აღმოფხვრის მიზნით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს