შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Elsevier-ის ვებინარის შესახებ

Elsevier-ი გეპატიჟებათ ვებინარზე “Mendeley- წარმოდგენა და შესაძლებლობები”, რომელიც დაგეგმილია 2016 წლის 14 დეკემბერს დილის 10:30-დან 11:30-მდე. 

დასწრება ხდება ონლიან რეჟიმში (დაგჭირდებათ კომპიუტერი და ყურსასმენი)!

ვებინარის დროს მოხდება Mendeley პროგრამული უზრუნველყოფის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია. 

ვებინარის სამუშაო ენა არის ქართული.  

ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ, ონლაინ რეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება.

Mendeley-ის შესახებ

Mendeley - არის უნიკალური უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე ხელს უწყობს მომხმარებელს მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები.

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://attendee.gotowebinar.com/register/3042338058061838083

შემდგომ, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომ რეგისტრაცია წარმატებულად გაიარეთ. ასევე, შეტყობინებაში მითითებული იქნება ვებ მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ (ვებინარის დაგეგმილ დროს) ვებინარში ჩასართავად. 

გთხოვთ, გაავრცელოთ და მიაწოდოთ ეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. 

ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება www.elsevier.ge-ს ვებგვერდზე.

 

შეკითხვების ან ვებინარის დროს სასურველი საკითხების განხილვის შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდეთ. შეხვედრამდე ონლიან რეჟიმში.