შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სასტიპენდიო პროგრამა სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში, 2016/2017 აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებიან სტუდენტები, მკვლევარები და ლექტორები.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მისაღებად საჭიროა „ონლაინ“ რეჟიმში ელექტრონული აპლიკაციის შევსება და გაგზავნა, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა (ცენტრალური ევროპული დროით, 16.00 საათამდე), რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.scholarships.sk, სლოვაკურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ამავე გვერდზე შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევარების და ლექტორების მობილურობის მხარდასაჭერად და იგი დამტკიცებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ხოლო სტიპენდიით გათვალისწინებულ ფულად სახსრებს ანაზღაურებს სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევის და სპორტის სამინისტრო. აქვე გაცნობებთ, რომ 2016/2017 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრში სტიპენდიის მიღების მსურველებმა, „ონლაინ“ აპლიკაცია უნდა შეავსონ და გააგზავნონ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.