შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 მარტს, 14:00  საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში, რუსთაველის ტრენინგცენტრის აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო სესია საფრანგეთთან სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრა მიზნად ისახავს საფრანგეთსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივების მიმოხილვას. ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები, და დამწრე საზოგადოებას პრეზენტაციას წარუდგენს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშროლმობის ატაშე, ქალბატონი ელეონორ გარნიე.

ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საფრანგეთის კვლევითი გარემოს ზოგადი მიმოხილვა;
  • საგრანტო სქემები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები;
  • სამეცნიერო გაცვლითი და მობილობის პროგრამები;
  • საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’.

სესიის მეორე ნაწილი დაეთმობა ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში, ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია  ბმულის მეშვეობით.