შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშრისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენცია ISTEC – 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენციის (ISTEC 2016) შესახებ. ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 13 – 15 ივლისს ავსტრიაში, ქ. ვენაში.

 

საერთაშორისო კონფერენციას წარადგენს ერთობლივად რამდენიმე აკადემიური ინსტიტუცია. ესენია:  ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საქარიას უნივერსიტეტი (სტამბოლი, თურქეთი) სტამბოლის უნივერსიტეტი, Governors State University, მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიის ასოციაცია (TASET).

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ექსპერტების თავმოყრა და მათ მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  პრეზენტაცია. ყველა მიღებული სამეცნიერო სტატია/ნაშრომი გამოქვეყნდება კრებულში, რომელსაც მინიჭებული ექნება ISBN  საერთაშორისო სტანდარტული ნომერი. ამასთან, შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში.

 

 

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს