შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროგრამა „Horizon 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრეინინგი

მიმდინარე წლის 16-17 მარტს ქ. კიევში უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ევროკომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) ეროვნული საკონტაქტო პირების (NCPs) ტრეინინგი.

ღონისძიების ფარგლებში, „ჰორიზონტი 2020“-ის ევროპელმა საკონტაქტო პირებმა გაუზიარეს გამოცდილება თავიანთ კოლეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „H2020“-ის 2016-2017 წწ. სამუშაო პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტები, EaP-ის რეგიონის მკვლევარებისთვის არსებული შესაძლებლობები და მათი მონაწილეობის დინამიკა.  

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

კვლევითი ინფრასტრუქტურა და „ჰორიზონტი 2020“

ინოვაცია „ჰორიზონტ 2020“-ში

სამეცნიერო მობილურობის შესაძლებლობები მკვლევართათვის და კვლევით ორგანიზაციებისთვის

„ჰორიზონტი 2020“ -ის ვებ-პორტალი

EURAXESS -ში მოლდოველ მკვლევართა ჩართულობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირების ტრეინინგი, კიევი, 16-17/03/2016

„ჰორიზონტი 2020“: პროექტის შეფასება


პროექტის მართვა და განხორციელება
ინოვაციები
ინფორმაცია InnovFin -ის შესახებ

2016-2017 სამუშაო პროგრამის მიმოხილვა ნანოტექნოლოგიებისა და ახალი მასალების მინმართულებით

საპროექტო წინადადების მომზადება: „ჰორიზონტი 2020“

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.