შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მარია სკლადოვსა კიურის (MSCA) ინდივიდუალური სტიპენდიების 2019 წლის კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, მარია სკლადოვსკა კიურის (MSCA) 2019 პროგრამის გამოცხადების შესახებ. პროგრამა  ღიაა 2019 წლის 11 აპრილიდან ხოლო, საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 11 სექტემბერი.

მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებს, რომელთაც  საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადამდე აქვთ მინიჭებული დოქტორის ხარისხი ან გააჩნიათ სამეცნიერო კვლევის მინიმუმ ოთხწლიან  გამოცდილება.

მარია სკლადოვსკა კიურის (MSCA) პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს საერთაშორისო, მაღალი სტანდარტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციაში მოღვაწეობის  შესაძლებლობას. აქტივობებიდან ამჟამად ღიაა  შემდეგი მიმართულებები:

ინდივიდუალური სამეცნიერო სტიპენდიები (MSCA-IF-2019) - მხარს უჭერს გამოცდილი მკვლევრების მობილობას არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ არა-აკადემიურ სექტორშიც (Society and Enterprise):

ინდივიდუალური სამეცნიერო-სასწავლო სტიპენდიები (MSCA-IF-2019) მხარს უჭერს მკვლევართა მობილობას, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.  სტიპენდიებით გათვალისწინებული გრანტი ფარავს მკვლევრის ხელფას2 წლის განმავლობაში,  მობილობის ფინანსურ დახმარებას (mobility allowance), კვლევასთან დაკავშირებულ და მასპინძელი ინსტიტუტის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

დაფინანსების მოსაპოვებლად, მკვლევარი ინდივიდუალურად წარადგენს საპროექტო წინადადებას წინასწარ შერჩეულ მასპინძელ ორგანიზაციასთან მჭიდრო კოორდინაციით. საპროექტო წინადადება შეირჩევა მისი კვლევითი ხარისხის, მკვლევარის სამომავლო კარიერული პერსპექტივისა და მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერის საფუძველზე. მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი სამეცნიერო სტაჟირების (Fellowship) გარკვეული ნაწილი ევროპის სხვა ქვეყანაში გაატარონ (საპროექტო წინადადებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საერთაშორისო და ინტერ–სექტორული თანამშრომლობა კვლევებსა და ინოვაციებში ჩართული პერსონალის გაცვლის გზით (RISE):

RISE-ის მიზანია ხელი შეუწყოს კარიერის ნებისმიერ საფეხურზე მყოფი პერსონალის მობილობას, რომლებიც ჩართულნი არიან კვლევით საქმიანობაში.  მარია სკლოდოვსკა-კიურის ამ ტიპის აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და არა-აკადემიური ორგანიზაციებისგან შემდგარ გაერთიანებებს ევროპის ფარგლებში თუ მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსი ითვალისწინებს საპროექტო განაცხადების მიღებას შემდეგი მიმართულებებით:

  • Knowledge creation
  • Sharing know-how
  • Skills development

ევროპელ მკვლევართა ღამე  (NIGHT):

საჯარო ღონისძიება ევროპის მასშტაბით, რომლის მიზანია კვლევითი სფეროს საზოგადოებასთან დაახლოება, ცნობიერების ამაღლება და  კვლევითი კარიერისადმი ინტერესის სტიმულირება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.  ამ ინსტრუმენტით გათვალისწინებული აქტივობები ფოკუსირდება ფართო საზოგადოებაზე და შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა ფორმებით, მაგალითად, პრაქტიკული ექსპერიმენტები, სამეცნიერო შოუები, დებატები, კონკურსები ან ქვზები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მკვლევრებს, რომლებიც მოღვაწეობენ ევროკაშირის წევრ სახელმწიფოების ან ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნების საჯარო თუ კერძო კვლევით ორგანიზაციებში.

NIGHT ტარდება ყოველწლიურად, სექტემბრის თვის ბოლო პარასკევს. კონკურსი გამოცხადდება იგეგმება 2019 წლის 27 სექტემბერს.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია პორტალის -  Funding & Tender Opportunities მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის რომელიც უკავშირდება აპლიკაციის პირობებს, დროსა და სხვა დეტალებს,  გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კომისიის ვებსაიტს.