შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ICMPD მოწვევა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ - „გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“.

ICMPD-ის პროექტი “მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში” (ENIGMMA), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი დაინტერესებულ პირებს იწვევს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.  კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 10-11 მაისს (სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული).

ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ წარმომადგენლებს სხვადასხვა აკადემიური სფეროდან:  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ანთროპოლოგია, საჯარო მმართველობა, დემოგრაფია და სოციალური გეოგრაფია.

კონფერენცია შედგება რამდენიმე თემატური პანელისაგან:

- მიგრაცია და განვითარება;

 - მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

- მიგრანტთა ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლება

- არალეგალური მიგრაცია;

 - დიასპორა და მისი კავშირი წარმოშობის ქვეყანასთან;

- მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება;

- ინტეგრაცია და რეინტეგრაცია. 

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენების რეზიუმე (250 სიტყვა, MS Word-ის ფორმატი, ინგლისურ ენაზე, რომელსაც თან ახლავს ავტორის/ავტორების საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე – 100-სიტყვიანი ბიოგრაფია) მსურველებმა უნდა წარადგინონ ორგანიზატორებთან  2017 წლის 15 მარტამდე მისამართზე: enigmma@icmpd.org

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების სართაშორისო ცენტრის (ICMPD) ვებ-გვერდს.