შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტ 2020-ის ვებინარის სერიები

როგორ შევიმუშაოთ ჰორიზონტ 2020-ის საპროექტო განაცხადის - 8 საფეხურიანი სტრუქტურა წარმატებისთვის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ფასიანი ვებინარების სერიის შესახებ.

Science Business Network დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას ,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებისთვის საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის შესახებ. 2016 წლის სასწავლო კურსი სულ 8 სერიისაგან შედგება და თითოეული ეთმობა სხვადასხვა საკითხს. კურსის ერთი სერიის ღირებულება შეადგენს 85 ევროს (საფასურს ემატება დღგ), ხოლო მთლიანი სასწავლო კურსის ღირებულება 295 ევროა.

26 მაისს ვებინარების სერიის მეორე ნაწილი გამოქვეყნდება, რომელიც საპროექტო განაცხადის წარდგენას ეხება და 8 საფეხურიან წარმატების სტრუქტურისგან შედგება. ვებინარის ამ სერიის საშუალებით მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინფორმაცია ევროპული კომისიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რჩევები თუ როგორ შეიმუშაონ განსხვავებული და გამორჩეული საპროექტო განაცხადი. ვებინარის სერია მოგაწვდით ინფორმაციას  რითაც უფრო ნათლად გაიგებთ თუ რას ითხოვს ევროპული კომისია. საინფორმაციო სამსახური ახსნის თუ რატომ და როგორ უნდა მოახდინოთ ევროპული კომისიის მოთხოვნების ინტეგრაცია თქვენს საპროექტო განაცხადში.

ვებინარების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს :http://www.sciencebusiness.net/Horizon2020/Intelligence/Default.aspx