შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Horizon Europe

ცნობილი გახდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის  მომდევნო ჩარჩო პროგრამის სახელწოდება  - Horizon Europe. მიმდინარე წლის 2 მაისს მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის საკითხების ევროკომისარმა კარლოშ მოედაშმა 2021-2027 წლების ჩარჩო პროგრამის სახელწოდება ოფიციალურად გააჟღერა.  Horizon Europe -ის ბიუჯეტი შეადგენს 97.9 მილიარდ ევროს.  ევროკომისია ავითარებს უფრო თანამედროვე, მარტივ და ცხად ფინანსურ რეგულაციებს (ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე)

კვლევისა და ინოვაციის დაფინანსების სფეროში მეტი შედეგისა და ეფექტიანობისათვის ევროკომისია დანერგავს ე.წ. მისიაზე ორიენტირებულ კვლევას.

Horizon Europe-ის შემუშავებასთან დაკავშირებული მასალა ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებგვერდზე.