შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

განათლების მიმართულებით UNESCO-ს პრიზი გოგონებისთვის და ქალებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  გოგონებისა და ქალებისთვის განათლების სფეროში UNESCO-ს პრიზის შესახებ.

პრიზი 2015 წელს დააწესა UNESCO-ს აღმასრულებელმა საბჭომ. იგი ეხმაურება UNESCO-ს პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. კონკრეტულად, მდგრადი განვითარების #4 და #5 მიზნებს განათლებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

UNESCO-ს პრიზი გადაეცემა კერძო პირებს, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გოგონების და ქალების განათლების კუთხით განხორციელებული განასაკუთრებით წარმატებული პროექტებისთვის. კონკურსანტი წარდგენილი უნდა იყოს ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიერ.

ნომინანტების დასახელების (წარდგენის) ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი (ქ. პარიზის დროით).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს