შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის საგრანტო კონკურსის - ERC Starting Grants შემფასებელი პანელის შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს  (ERC) კონკურსის - ERC Starting Grants შემფასებელი პანელის შესახებ: სულ  წარმოდგენილია 2017 წლის კონკურსის შემფასებელ ექსპერტთა 25 პანელი სამი ძირითადი  მიმართულებით: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (LS),  6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (SH) და 10 პანელი ფიზიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში.

ERC ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ვრცელდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და დაუშვებელია აპლიკანტების, პოტენციური აპლიკანტების ან მიმღები ინსტიტუციების მხრიდან შემფასებელ ექსპერტებთან დაკავშირება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  ERC Helpdesk

ეროვნული საკონტაქტო პირების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:  ERC National Contact Points

იხილეთ, 2017 წლის ERC Starting grants  საგრანტო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა სია