შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას შვეიცარიის მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო პროგრამების შესახებ

შვეიცარიის მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი აცხადებს (IPD Institute for Peace and Dialogue, Switzerland)  საერთაშორისო ზამთრის პროგრამებს და ერთწლიანი მიწვეული მკვლევარების პროგრამას. 2017 წლის ზამთრის პროგრამის განმავლობაში, ინსტიტუტის გამოცდილი ექსპერტები დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ პროფესიულ და აკადემიურ უნარებს მშვიდობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების გადაჭრის, მედიაციის, უსაფრთხოების, ინტერკულტურული დიალოგის და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. 

ზამთრის აკადემია: 17-26 თებერვალი, 2017 წელი (10 დღე);

10 დღიანი კურსის მიზანია, გააძლიერონ სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო არასამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, რელიგიური ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიატორების და პოლიტიკოსების უნარები გლობალურ ინსტიტუციური აკადემიური განათლებით მშვიდობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების გადაჭრის, მედიაციის, უსაფრთხოების, ინტერკულტურული დიალოგის და ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ.

აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1-ლი ნოემბერი;

პროგრამის ბმული: http://bit.ly/2bb8Cjr;

 სამთვიანი CAS - კვლევითი პროგრამის პერიოდი: 17 თებერვალი -16 მაისი, 2017 წელი (90 დღე);  სამთვიანი CAS - კვლევითი პროგრამის მთავრი მიზანია, განავითაროს მონაწილის კვლევითი     უნარები  შვეიცარიის სახელმწიფოს საჯარო და კერძო ინსტიტუტების ახლოს გაცნობის გზით;

 აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1-ლი ნოემბერი;

 პროგრამის ბმული: http://bit.ly/2bb8Cjr;            

ერთწლიანი მიწვეული მკვლევარების პროგრამა, VRP

მიწვეული მკვლევარების პროგრამის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს დაინტერესებული პირების კვლევითი უნარები აკადემიური მომზადების, რელევანტური ორგანიზაციების და შვეიცარული ორგანიზაციების გაცნობის გზით.  

კვლევის დაწყების/დასრულების თარიღი დამოკიდებული მკვლევარის გრაფიკზე;

პროგრამის ბმული: http://bit.ly/2aIKk3z;

 სტიპენდია: ინსტიტუტი სთავაზობს სხვადასხვა სტიპენდიას, მონაწილეობის ღირებულების შემცირების მიზნით, ყველაზე სასურველი პოტენციური აპლიკანტებისთვის, მთელი მსოფლიოდან.

 

თუ თქვენ გსურთ, ისარგებლოთ მონაწილეობის ღირებულებაზე ფასდაკლებით, აპლიკაციების განხილვის პერიოდის განმავლობაში, მიწერეთ ინსტიტუტს, საკონტაქტო იმეილზე, ამის შესახებ მოკლედ.

გაითვალისწინეთ, რომ სტიპენდია არ ფარავს სრულად აპლიკანტის სწავლების და მგზავრობის ღირებულებას. 

მონაწილეობის პროცედურა:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა, CV და დასკანერებული პასპორტი უნდა გადაიგზავნოს მითითებულ ვადებში; 
  2.  მონაწილეს გაეგზავნება შესაბამისი კურსის გადასახადის ამსახველი ინვოისი, გადახდის პროცედურისთვის;
  3. საფასურის გადახდის შემდგომ, მონაწილე მიიღებს იმეილს ორგანიზაციიდან, ვიზის მიღების პროცედურებში დახმარების და მოწვევის წერილის თაობაზე, საელჩოსთვის; 

თანამშრომლობა: ინსტიტუტი დაინტერესებულია, მიიღოს მონაწილეთა ჯგუფი (5-20 მონაწილე) კონკრეტული ორგანიზაციიდან და დააზუსტოს თანამშრომლობის დეტალები, იმეილის საშუალებით;

შეკითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ინსტიტუტს საკონტაქტო მისამართზე: fhuseynli@ipdinstitute.ch;