შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პროფესიული განვითარების მინი-სტიპენდიის პროგრამის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი აცხადებენ საქართველოს პროფესიული განვითარების მინი-სტიპენდიის პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიოლოგიური მიმართულების  მეცნიერებს, მკვლევარებსა და ექსპერტებს, მოიპოვონ დაფინანსება სამამდე პროფესიული ასოციაციის წევრობის მისაღებად, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მათ სამუშაო/კვლევით სფეროსთან.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. მეცნიერებს, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან ქართული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის, ბიოუსაფრთხოების ან ინფექციური დაავადებების დარგებზე ორიენტირებულ სამაგისტრო პროგრამებში (MD, MPH, MSc ან PhD),  ასევე, შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადები აღნიშნულ პროგრამაზე.

შერჩეული აპლიკანტები გამოცხადდებიან ეტაპობრივად, დაწყებული 2016 წლის ნოემბრიდან, ხოლო კონკურსზე აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 31 მარტამდე, მიღებული განაცხადების რაოდენობიდან გამომდინარე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: საკონკურსო განაცხადი  და აპლიკაციის ფორმა.

შევსებული სააპლიკაციო ფორმა და თანმხლები დოკუმენტი (აპლიკანტის CV) გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jskowera@crdfglobal.org