შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის შესახებ

გამოცხადდა კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი არის ერთწლიანი, გერმანულენოვანი უწყვეტი განათლების პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც აინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესების გაუმჯობესაბაში. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. პროგრამაში წლიურად მონაწილეობს 20 გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.  პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.

გორდელერის კოლეჯის მონაწილეები:

  • ამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს მაღალი რანგის ექსპერტებთან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მმართველობის საკითხებში გერმანიიდან და ევროკაშირის სხვა ქვეყნებიდან;
  • იღრმავებენ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და ადმინისტრირების მოდერნიზაციის თემებთან დაკავშირებით (მაგ. კანონის უზენაესობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, სამოქალაქო დიალოგი,), რის შემდგომაც მოიპოვებენ გერმანიის უნივერსიტეტის შესაბამის სერთიფიკატს;
  • ახლოდან ეცნობიან იმ გერმანული ინსტიტუციების საქმიანობას, რომლებიც მათ მსგავს სფეროებში მოღვაწეობენ;
  • განივითარებენ ლიდერის კომპეტენციებსა და ცოდნას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით განახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში;
  • ხდებიან ევროპის ახალგაზრდა ხელმძღვანელების საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის  გთხოვთ  ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.goerdeler-kolleg.de

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან (+49 30 25423192, goerdeler-kolleg@dgap.org) და სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან (goerdeler-kolleg-GE@dgap.org).