შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული გამორჩეული კვლევითი პროექტების შესახებ. სტატისტიკისათვის შემთხვევითი არჩევის პრინციპით (Random sample) შეირჩა 223 პროექტი ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული 470 პროექტიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტების 79%-ს გააჩნია ინოვაციური ან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი შედეგი.

შერჩეული პროექტებიდან, 19% -ს გააჩნია ინოვაციური სამეცნიერო შედეგი, ხოლო 60%-ს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება. ყურადსაღებია, რომ ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებულ აღნიშნულ პროექტებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და შესაბამის პოლიტიკაზე,  მხოლოდ 21%-ს აქვს მცირე მეცნიერული მიღწევა ან არ გააჩნია სამეცნიერო ღირებულება (იხ.დიაგრამა).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი. ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე