შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ERC Starting Grant კონკურსში დარეგისტრირებული განაცხადების შესახებ

2017 Starting Grant კონკურსზე 3081  საპროექტო წინადადებაა წარდგენილი. 2016 წლის კონკურსთან  შედარებით, აპლიკანტების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

განაცხადები შეფასდება და აირჩევა განხილვის პროცესის შემდეგ,  რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერების მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან.

საგრანტო კონკურსის -  ERC Starting Grant მიზანია, მხარი დაუჭიროს გამორჩეულ მეცნიერებს თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც ისინი დამოუკიდებელად აყალიბებენ საკუთარი კვლევის გუნდსა თუ პროგრამას.  დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარმოაჩინოს კვლევის ნოვატორული ხასიათი, ამბიციური იდეა და გაწეროს სამეცნიერო პროექტის განხორციელების გეგმა.

საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 2017 წლის 31 მაისიდან 6 სექტემბრამდე.