შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღის შესახებ

EaP PLUS ორგანიზებას უწევს H2020 საინფორმაციო ღია კარის დღეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის შესახებ. ღონისძიება ჩატარდება უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში 

საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება 2017 წლის 7 აპრილს, უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში „კიევი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი“

შეხვედრა შეეხება ენერგეტიკასა და გარემოს დაცვით საკითხებს H2020 საგრანტო პროექტებისათვის, როგორც 2017 წლის, ასევე 2018-2020 წლებისათვის.

საღამოს გაიმართება საშუამავლო შეხვედრა, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს იპოვონ სასურველი პარტნიორი თანამშრომლობისათვის და შემდგომ ერთობლივი პროექტის საწარმოებლად. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ პროფილის ფორმა და გაუგზავნონ ოლგა ზირინას 2017 წლის 15  მარტისთვის.

იხილეთ დღის წესრიგი

დაწყებულია საინფორმაციო ღია კარის დღეზე რეგისტრაცია http://upc.kpi.ua/?page_id=2680

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით

ქ. ოლგა ზირინას

IPPT-PAN, პოლონეთი

Olga.Zyrina@kpk.gov.pl