შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფართომასშტაბიანი საშუამავლო შეხვედრა სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს კვლევის ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილ ფართომასშტაბიან საშუამავლო შეხვედრის შესახებ, სახელწოდებით „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“.

საშუამავლო შეხვედრა ტარდება ფონდის „ჰორიზონტი 2020“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო  კონკურსით დაფინანსებული პროექტის (პროექტის შიფრი: H2020-II-18-093) ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე დაინტერესებულ პირებს კერძო და საჯარო სექტორებიდან. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიებში ჩართულობით.

ღონისძიება ჩატარდება 2019 წლის 26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5. ოთახი E207.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საშუამავლო ღონისძიების ვებ-გვერდს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.