შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

FaRiG - საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრები

შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ორგანიზაცია FaRiG-ის კვლევითი გრანტის შესახებ.

2016 FaRiG  Adams Essay Prize

Adams Essay Prize  არის კონკურსი საუკეთესო ესეების გამოსვლენად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საერთაშორისო აკადემიურ კვლევასთან (საკონკურსოდ წარდგენილი ესეს მოცულობა, ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას). აპლიაკციები მიიღება ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისაგან. განმცხადებელი შეიძლება მოღვაწეობდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ესეები გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ მასალა პირველად ქვეყნდებოდეს ინგლისურ ენაზე.

სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org  შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად, ესეს საკონკურსოდ წარდგენა შეგიძლიათ მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე,  FaRiG-ის შემდეგ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk  

გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს. 

2016 FaRiG კვლევითი გრანტი

FaRiG კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს. კვლევითი პროექტის ძირითადი თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას. განსაკუთრებით კი ისეთ ნიმუშებს, რომლებიც საჭიროებს საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღების დათმობას.  კვლევითი გრანტის მოცულობა შეადგენს 2000 ფუნტ სტერლინგს.

გრანტის მოპოვების უმთავრესი კრიტერიუმი არის მაღალი ხარისხის კვლევა. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ წარდგენილ აპლიკაციებს (მაგ. 25-45 წლამდე), რომლებსაც აქვთ თანადაფინანსება და  ბიუჯეტის მოთხოვნა 2000 ფუნტზე ნაკლები. მათ, ვისაც უკვე აქვთ მიღებული FaRiG-ის დაფინანსება ამ სქემით, განაცხადის წარდგენა ეზღუდებათ.

სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org შევსებული ფორმა, ორი სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილი უშუალოდ რეკომენდატორის მიერ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk   მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.