შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს Synergy Grant 2018-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთი საგრანტო სქემის Synergy Grant - ის ფარგლებში 2018 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ. აღნიშნული საგრანტო სქემა საშუალებას აძლევს 2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელთა ჯგუფს, განახორციელონ ერთობლივი  კვლევა ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით.

პროექტში, ევროპის მასშტაბით, გაიმარჯვა 27-მა სამეცნიერო კვლევითმა ჯგუფმა, წარმოგიდგენთ რამდენიმე გამარჯვებული პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას:

  • სამეცნიერო ჯგუფი გერმანიიდან შეისწავლის და გამოიკვლევს ადამიანის ჩონჩხის ძვლების დაავადება - ოსტეოპოროზის მკურნალობის ახლებურ და ეფექტურ მეთოდებს. ოსტეოპოროზის შესახებ ამჟამინდელი ცოდნა და გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლის გამოცდილება არის, არასაკმარისი მისი შედეგიანად მკურნალობისათვის. გერმანიის უნივერსიტეტებში შექმნილი 4-D ნანო ლინზის საშუალებით ჯგუფი შეისწავლის, ადამიანის ჩონჩხისა და ძვლების დღემდე უცნობ და გამოუკვლეველ სტრუქტურას.

დაფინანსების ოდენობა: 12,366,635 ევრო 6 წლიანი კვლევითი პროექტისათვის.

  • მეცნიერთა ჯგუფი უნგრეთიდან და ჩეხეთიდან მიზნად ისახავს ბიოლოგიური და სოციალური სისტემებისა და ბმების ინოვაციური მეთოდებით გამოკვლევისა და მათ შესახებ ცოდნის ახალ ეტაპზე აყვანას. კვლევას ახორციელებენ უნგრეთის სამეცნიერო აკადემიის, პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტისა და ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს დინამიური ბმების მათემატიკური კუთხით შესწავლა და რთული ბიოლოგიური პროცესების გამოკვლევა.

დაფინანსების ოდენობა: 9,315,000 ევრო 6 წლიანი კვლევისათვის.

  • საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებისაგან შექმნილი კვლევითი ჯგუფის მიზანია ევროპაში, ისლამის ისტორიის შესახებ ახალი ხედვისა და პერსპექტივის დამკვიდრება. Synergy Grants - ის დახმარებით ჯგუფი შეისწავლის შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქრისტიანული ევროპის ისტორიაში ყურანის ინტერპრეტაციის მართებულობას და ადაპტირებული ვერსიის თანხვედრას ორიგინალთან.

დაფინანსების ოდენობა:  9,842,534 ევრო 6 წლიანი კვლევისათვის.

 

ყურადსაღებია, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე გამორჩეული მეცნიერების გამოვლენასა და მათი სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას ევროპაში. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  უკვე დაფინანსებული აქვს კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი 9,000 - მდე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარი, 50,000 - ზე მეტი დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერი თუ დოქტორანტი.

     2018 წლის „Synergy Grants” გამარჯვებული პროექტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.