შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსი Advanced Grants 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული  2018 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grants. კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის 23 მაისიდან და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე განსაზღვრულია 2018 წლის აგვისტო.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ  სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომელთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის 10 წლიანი კარიერა.

ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის, განცხადება უნდა წარადგინოს პროექტის ხელმძღვანელმა წამყვან ორგანიზაციასთან (იურიდიული პირი) ერთად. წამყვანი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ რომელიმე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში.

გრანტის ოდენობა: 2.5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდი.