ევროპული კვლევების საბჭო (ERC) Starting and Consolidator Grant Calls
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების Starting and Consolidator Grant 2019 - ის შესახებ.
ERC Starting Grant - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის, რომლებთაც გააჩნიათ 2-7 წლამდე გამოცდილება სამეცნიერო სფეროში (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან.
- გრანტის ოდენობა - 1.5 მილიონი ევრო
- პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი
- ERC Starting Grant 2019 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ოქტომბერი.
პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.
ERC Synergy Grants - გრანტები კვლევის ხელმძღვანელებისთვის (მაქს. რაოდენობა 4 ხელმძღვანელი), ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან.
- გრანტის ოდენობა - 10 მილიონ ევრომდე
- პროექტის ხანგრძლივობა - 6 წელი
- ERC Synergy Grant 2019 - აპლიკაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი.
პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.