შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოს პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის გზამკვლევი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოს პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ პირებს. ინფორმაცია დაფუძნებული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით (SME instrument proposals) გამარჯვებული საპროექტო განაცხადების ანალიზზე.  მასალა დაეხმარება გამოცდილების არმქონე პირებსა და ორგანიზაციებს სწორად შეადგინონ საპროექტო განაცხადი და დოკუმენტაცია  წარადგინონ საკონკურსოდ.

 

საკონსულტაციო ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

  • გზამკვლევებს - ახალი საპროექტო განაცხადის წერისა და მიმართულებების ჩამოყალიბების დეტალური აღწერა, პრაქტიკული მაგალითები და საუკეთესო ნიმუშები.
  • მზა საპროექტო განაცხადების ფორმებს - ცხრილები ვიზუალიზაციისთვის, გრაფიკა და დიაგრამები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროექტის შეფასების დროს.
  • თვითშეფასების ინსტრუმენტებს - საშუალებას მისცემს აპლიკანტს,  შეაფასოს საპროექტო იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან.
  • კონსულტაციის მექანიზმს - საშუალებას მისცემს აპლიკანტს, შეაფასოს პროექტის სუსტი მხარეები და განაცხადის გაუმჯობესების მიზნით მიიღოს პრაქტიკული რჩევები.   

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.