შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP)

მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“.

მიმდინარე წლის 30 მაისს ქ. თბილისში, სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi" , საკონფერენციო დარბაზში Adjara Conference Hall (მისამართი: 26 მაისის მოედანი #1, თბილისი , საქართველო, 0171) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი (სამუშაო შეხვედრა) საქართველოს მეცნიერთათვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP).  

საინფორმაციო დღის მიზანია საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული  ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან. საინფორმაციო დღეზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • პროგრამა Horizon 2020 მიმოხილვა (დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა, საპროექტო წინადადების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები);
  • ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) მხარდაჭერა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების გააქტიურების მექანიზმები;
  • Horizon 2020-ის შესაძლებლობების გამოყენება ბიზნესისა და მეცნიერებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კონტექსტში.

,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირებასთან დაკავშირებით, ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საინფორმაციო ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულის მეშვეობით: http://goo.gl/forms/0D6DrWb1xk . შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური. 

ღონისძიება დაგეგმილია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის  (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში. 

იხილეთ საინფორმაციო დღის პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სასარგებლო ბმულები:

http://ec.europa.eu/research/iscp/pdf/iscp_wp_2016_17.pdf#view=fit&pagemode=none

The key websites to help those submitting proposals for Horizon 2020 funding and for information are:

International Cooperation in R&I:
http://ec.europa.eu/research/iscp/index.cfm
Horizon 2020:
http://ec.europa.eu/programmes/horizon2020/
Participant Portal:
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/home.html
National Contact Points:
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/support/national_co ntact_points.html
Euraxess:
http://ec.europa.eu/euraxess/
Cordis:
http://cordis.europa.eu/

H2020 online manual
http://ec.europa.eu/research/participants/docs/h2020-funding-guide/index_en.htm

http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/support/faq.html

http://horizon2020.ge/