ERC – Starting Grants შედეგები და დაფინანსებული პროექტების მაგალითები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საგრანტო სქემის Starting Grants-ის ფარგლებში 2018 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ.
აღნიშნული საგრანტო სქემა (Starting Grants) შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებს შექმნან კვლევითი ჯგუფი და შეადგინონ რელევანტური კვლევითი პროექტები.
2018 წელს კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 403 გამორჩეული პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 603 მილიონ ევროს. თითოეული პროექტზე გათვალისწინებულია დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდზე.
იხილეთ დაფინანსებული პროექტების სია.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით.