შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Efficiency Challenge Electric Vehicle

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესახებ - Efficiency Challenge Electric Vehicle, რომელიც გაიმართება 2016 წლის 1- 7 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკაში. გამოწვევა (Efficiency Challenge Electric Vehicle) არის ყოველწლიური კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კონკურსის მიზანია ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტების უნარების გაზრდა თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.

ღონისძიების ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ინიციატივების განვითარებას შეუწყობს ხელს.  TÜBİTAK მზად არის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მონაწილეთა ჩართულობას და გამოყოს დაფინანსება. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდს.