შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

EaP PLUS რიგით მეოთხე ვებინარი კვლევისა და ინოვაციების შესახებ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილ რიგით მეოთხე RDI -ვებინარის შესახებ, რომელიც შეეხება ერთობლივ პროექტებს კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით (მაგ: Horizon 2020 პროექტები). შეხვედრას გაუძღვება inno TSD-ის დირექტორი და ინოვაციების მთავარი კონსულტანტი სვეტლანა კლესოვა საფრანგეთიდან.

ვებინარის მიზანია კვლევებისა და ინოვაციების პროექტებისა და პრაქტიკული ნიმუშების ეფექტურობის გაზრდა, რაც ითვალისწინებს მონაწილეების მიერ კვლევითი გამოცდილებისა და ნიმუშების გაზიარებას.

ვებინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და მკვლევრებს, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. იხილეთ დანართი ვებინარზე განსახილველი საკითხების შესახებ.

ვებინარის თარიღი: 2018 წლის 24 მაისი

ვებინარის გამართვის დრო: 10:00 – 11:30 CET (12:00-13:30 საქართველოს დროით)

საკონტაქტო პირი: კრისტინა დაქსი

k.dax@inno-group.com