შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

 

2016 წლის 19 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".  კონფერენცია გაიმართება სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”.
 
კონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსებისშედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები, ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილული იქნება 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები.
კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. ჩატარდება ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

კონფერენციაზე დასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე