შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ვებინარის შესახებ

პროექტი ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას.

მიმდინარე წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე დაგეგმილი ვებინარი დაეთმობა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს(ICT in H2020).

ვებინარზე განიხილება შემდეგი თემები: 

  • ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმოხილვა ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში“, ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსების შესახებ;
  • მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ვებინარს წარუძღვება პოლონელი ექსპერტი, პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირი ევროკავშირის კვლევის პროგრამებზე (IPPT  PAN) - იან ლისოვსკი.

პროეტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ვებინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია შემდეგი  ვებ-გვერდის მეშვეობით:

https://dlr.ilinc.com/perl/ilinc/lms/vc_launch.pl?activity_id=zvskrpw&user_id=

დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.