19 მაისის საკონსულტაციო დღე
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 19 მაისს ატარებს საბოლოო საკონსულტაციო დღეს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
საკონსულტაციო დღე დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო 17:00 საათზე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარსდგება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კომერციალიზაციის ექსპერტი დავით ჩეჩელაშვილი.
ჩატარების ადგილი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მესამე სართული საკონფერენციო დარბაზი. (მ. ალექსიძის ქ.N1)