შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია

შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2019 წლის 5 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა, თბილისი), ატარებს 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენციას.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ცხადდება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის 2016 და 2018 წლების კომისიის წევრები.