შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ (სტცუ) მიზნად ისახავს საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამეცნიერო საზოგადოების დაკავშირებას კოლეგებთან ევროკავშირის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ნორვეგიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებს და ეხმარება მსოფლიოს სამეცნიერო და ბიზნეს საზოგადოებას, დაუკავშირდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანების (დსთ) ქვეყნების და ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებსა და სამუშაო პრაქტიკასთან არიან დაკავშირებული.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის აქტივობები ორ კატეგორიად იყოფა: კვლევითი პროექტები, რომლებიც მეიარაღე მეცნიერების ჩართულობით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, და დამატებითი პროგრამები, რომლებიც მოიცავენ სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, მეიარაღე მეცნიერების მსოფლიო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, ტრეინინგისათვის და კომერციალიზაციაში ხელშეწყობისთვის.