შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის მიზანი: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მობილობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. მიზნობრივი პროექტები მიმართული იქნება ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების დაფინანსების გზით. ორმხრივი მიზნობრივი თანამშრომლური შეთანხმებების საფუძველზე დაფინანსდება ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ერთობლივი საგრანტო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში. 

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები.

ხანგრძლივობა: დოქტორანტებისათვის კვლევითი პროექტის ხანგრძლივობაა 3-6 თვე, პოსდოქტორანტებისათვის 4-6 თვე

კოორდინატორები:მ.მოსიაშვილი

2022 წლის კონკურსის პირობები 

ნორმატიული აქტი

 

დაფინანასებული პროექტები:

2022 წელი

2021 წელი

2019 წელი

2018 წელი

2017 წელი