კონკურსის მიზანი: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს კვლევის ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარების გზით. პროგრამა CNRS PICS-ი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციული საერთაშორისო ჯგუფების/ქსელის შექმნას.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოსა და საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.
ხანგრძლივობა: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების მიხედვით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.
კონკურსის კოორდინატორი: რ. ჯობავა
2023 წლის კონკურსების პირობები
დაფინანსებული პროექტები: