2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის შედეგები
კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 44 საპროექტო განაცხადი, მათგან 1 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე პროექტები (სულ 43) შეფასდა კომისიის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
გამარჯვებულები გამოვლინდა ფონდის გენერალური დირექტორის 3 დეკემბრის №143 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დაფინანსების წესის მიხედვით. გამარჯვებულად გამოვლინდა 5 პროექტი.
იხილეთ: რანჟირებული სიები ლოტების მიხედვით და ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 9 დეკემბრის N146 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 3 სამუშაო დღეში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).