შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  ,,ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის’’  2019 წლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.

კონკურსში მონაწილე პროექტები შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 აგვისტოს N93 ბრძანებით დამტკიცებული „2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულისა დაანგარიშებისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად.  დასაფინანსებლად შეირჩა 33 პროექტი.

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 20 ნოემბრის  N133  ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში არ წარმოდგენის შემთხვევაში, არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება გამარჯვებულ აპლიკანტებთან!

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS) მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან.