შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში.

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ,ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი).

საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის მოთხოვნაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას. (დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება).

სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს  2016 წლის 1 ოქტომბრიდან და უნდა  დასრულდეს 2017 წლის 1 ნოემბერს.     


ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს.

კონკურსით მოთხოვნილი საპროექტო განაცხადი,  შევსებული დანართებით  და ყველა დანაჩენი შესაბამისი დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ig@rustaveli.org.ge      2016 წლის   17 მაისის 18 საათამდე;

განცხადება ,, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის  კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 19 მაისის  17:00 სთ-მდე.

 

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან. 

კონკურსის პირობებთან, დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები შემდეგი გრაფიკით:

სამშაბათს, 26 .01.16 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში 

ორშაბათს, 08.02.16. 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში (რეგისტრაცია დასრულებულია).

სამშაბათს, 23.02.16. 16:00  -სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში - (რეგისტრაცია დასრულებულია)

დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების

თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით.


დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

 

გენერალური დირექტორის ბრძანება

ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში

მთავრობის დადგენილება

კონკურსის პროგრამა და პირობები

განცხადების ფორმა

საპროექტო წინადადების ფორმა

პროექტის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე

ბიუჯეტის ფორმა

სარეკომენდაციო წერილის ფორმა

პროექტის გამოგზავნის  ინსტრუქცია

ხშირად დასმული კითხვები

 

პროგრამის კოორდინატორები:

მაკა ქაჯაია

ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge

ნოდარ კილაძე

ელ-ფოსტა: kiladze@rustaveli.org.ge