2019 წლის 27 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „ EURAXESS -ის საქართველოს წარმომადგენლობა -„ EURAXESS GEORGIA” გახსნეს.
საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS Georgia“ დაფუძნდა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
2020 წლის იანვრიდან “EURAXESS”-ის პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.
გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ “Horizin-Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.
პორტალ “EURAXESS Georgia“-ზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.
გაეცანით ფონდსა და EURAXESS შორის დადებულ შეთანხმებას ბმულზე.
იხილეთ გზამკვლევი , ტექნიკური მხარე თუ როგორ დარეგისტრირდეთ EURAXESS-ის ვებგვერდზე.