GEO ENG
 









 

2012-08-13
გლობალურ საკითხებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა (MEXT) და იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (JST) ერთობლივი ძალისხმევით 2008 წლიდან დაიწყო უნიკალური პროგრამის განხორციელება - “გლობალურ საკითხებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა”, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნოლოგიური კოოპერაციის ხელშეწყობა.

პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან: 

1. თანამშრომლობა სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების სფეროში მდგრადი განვითარებისთვის (SATREPS)
2. სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებში ჩართულ (იაპონელ) მეცნიერთა მივლინება.

პროგრამა SATREPS

პროგრამა SATREPS სრულდება JICA-ს ტექნიკური თანამშომლობის ფარგლებში და მისი მიზანია იაპონიასთან ტექნიკურ თანამშრომლობაში ჩართული განვითარებადი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მეცნიერებისა და კვლევითი ინსტიტუტების/უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაფართოვება ერთობლივი კვლევების განხორციელების გზით, რომლებშიც გათვალისწინებულია განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნები და წინადადებები.

ამასთან ერთად აღნიშნული კვლევები მიმართული უნდა იყოს ახალი სამეცნიერო ღირებულებებისა და ცოდნის შეძენაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას და აამაღლებს სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების სტანდარტებს.

კველევის სამეცნიერო თემატიკა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ კონცეფციას, რომელიც ასახავს კვლევის შედეგების გამოყენებადობას სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. შემოთავაზება (განვითარებადი ქვეყნების მხიდან), რომელსაც არ ახლავს ასეთი კონცეფცია შეიძლება არ იქნას მიღებული პროგრამაში მონაწილეობისთვის.

ამჟამად პროგრამა მოიცავს 4 პრიორიტეტულ სფეროს:

1. გარემო/ენერგია
2. ბიორესურსები
3. ბუნებრივი კატასროფების პრევენცია
4. ინფექციური დაავადებების კონტროლი

ერთობლივი კვლევის (პროექტის) ხანგრძლივობა განისაზღვრება 3-5 წლით.

JICA ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებას განვითარებად ქვეყნებში იაპონელი მეცნიერების მივლინების, აღჭურვილობის მიწოდების, მკვლევარების ტრეინინგის და სხვა დამხმარე საქმიანობით.
JST დაეხმარება იაპონელ მეცნიერებს/კვლევით ინსტიტუტებს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში იაპონიაში.

განვითარებადი ქვეყნების მხიდან პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს და სხვა).

პროექტის პოტენციურმა მონაწილე ქართველ მეცნიერთა ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ წინადადება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 12 ნოემბრის 18:00 საათისა თანდართული ფორმის გათვალისწინებით, რომელთა ელექტრონული ვერსიები იხილეთ თანდართულ ბმულებში:

ფორმა №1
ფორმა №2

პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება JICA-ს მოთხოვნებთან განვითარებადი ქვეყნებისათვის და JST-ს მოთხოვნებთან იაპონიის მხარისთვის, დაიშვება შემდგომი განხილვისთვის. 

პროგრამა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებში ჩართულ მეცნიერთა მივლინება

JICA- ხელს უწყობს ცნობილ იაპონელ მეცნიერების მივლინებას განვითარებად ქვეყნებში ამ ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით. იაპონელი მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ადგილზე მიმდინარე კვლევებში და ასევე შესაძლოა მათი გაცვლა განვითარებადი ქვეყნების მეცნიერებთან. აღნიშნული ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს განვითარებადი ქვეყნების ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის ზრდისკენ.

პროგრამა მოიცავს ყველა სამეცნიერო სფეროს.

პროექტის პოტენციურმა მონაწინე ქართულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ წინადადება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მათთან იაპონელი მეცნიერის მივლინების დასაბუთებით, ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 12 ნოემბრის 18:00 საათისა თანდართული ფორმის გათვალისწინებით, რომელთა ელექტრონული ვერსიები იხილეთ თანდართულ ბმულებში:

ფორმა №1
ფორმა №2

share