Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< სექტემბერი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30        

  ახალი ამბები old >>
2010-01-28
პეტრე უმიკაშვილის ხელნაწერთა კოლექციის (XIX ს.) ელექტრონული დამუშავება

დასრულდა საგრანტო პროექტი -პეტრე უმიკაშვილის ხელნაწერთა კოლექციის (XIX ს.) ელექტრონული დამუშავება (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ელგუჯა დადუნაშვილი).

პროექტი ითვალისწინებდა ქართული ფოლკლორული ჩანაწერების ერთ-ერთი უძველესი კორპუსის, პეტრე უმიკაშვილის ხელნაწერი კოლექციის (მე-19 ს.) დიგიტალიზაციას, დიგიტალიზებული მასალის სისტემატიზაციას, ხელნაწერი ფრაგმენტების გრაფიკული ფაილების სახით გამთლიანებას, ამგვარად იდენტიფიცირებული ტექსტების თემატურ-ჟანრობრივი და მასთან სხვა მონაცემების მიხედვით აღწერას და მონაცემემების ელექტრონულ ბაზაში შეტანას.

პრობლემის აქტუალობა განპირობებული იყო ხელნაწერებზე გასული საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული იმ არასწორი სარედაქციო საქმიანობით, რომლის შედეგიც იყო ხელნაწერი ორიგინალების დაჭრილი, დანაწევრებული სახით არსებობა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნილი ელექტრონული პროდუქტის „Umikashvili – 2008“ საშუალებით განხორცილდა:

  • დასკანირებული და ფოტომასალის საწყისი დამუშავება,
  • ხელნაწერ ფრაგმენტთა გრაფიკული გამოსახულებების ანალიზი და იდენტიფიკაცია,
  • იდენტიფიცირებული ფრაგმენტების შეერეთება და ხელნაწერი კრებულების სახით გაერთიანება,
  • ვირტუალურად აღდგენილი კრებულების PDF ფაილებად გენერაცია.

 

დიგიტალიზაციის შემდეგ ხელნაწერები მოთავსდა სპეციალურად დამზადებულ ყდებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პეტრე უმიკაშვილისეული არქივის ეპისტოლარული მემკვიდრეობის დაცვის სამუშაოებიც, რომელიც ითვალისწინებდა სიფრიფანა, გამჭვირვალე ქაღალდზე დანამვის წესით კოპირებული წერილების ასლების მინის პაკეტებში განთავსებას. 23X33სმ. ზომის 558 ცალ მინის პაკეტში განთავდა 165 ერთეული წერილი, რითაც სრულად იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრხო ექსპლუატაცია.


<<<უკან

ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა