Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< სექტემბერი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30        

  ახალი ამბები old >>
2010-01-27
რელიგიურ-ნაციონალისტური დისკურსები საქართველოში

დასრულდა სამეცნიერო პროექტი - რელიგიურ-ნაციონალისტური დისკურსები საქართველოში P(პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი - ანა ჭელიძე).

ეთნოსთაშორისი და კონფესიათაშორისი ურთიერთობების და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები თანამედროვე საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს მიეკუთვნება და აქტუალიზებულია იმ გარემოებით, რომ ისინი მიმდინარეობენ ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის კონტექსტში. მართლაც, თუ ნაციონალურ სახელმწიფოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განცალკევებულნი არიან დომინანტი ეთნოსის კულტურისაგან, გააჩნიათ განსხვავებული ისტორიული მეხსიერება ან არ აღიქვამენ დომინანტი ეთნოსის რელიგიას, ისტორიასა და კულტურას, როგორც საკუთარს, არ აქვთ მათთან თანაბარი საშუალებები და შესაძლებლობები, ისინი ბუნებრივია ვერ შეძლებენ თავი იგრძნონ სრულფასოვან მოქალაქეებად, ხოლო სახელმწიფოებრიობისაგან გაუცხოება ავტომატურად წარმოშობს სეპარატისტულ განწყობებს და ქმნის კონფლიქტის ობიექტურ მიზეზებს.

მოცემული პროექტი მიზანად ისახავდა ქართულ საზოგადობაში ნაციონალისტური და რელიგიურ-ნაციონალისტური დისკურსების შესწავლას. ეთნიკური და რელიგიური უმცრესობების მიმართ უთანასწორობის, დისკრიმინაციის დისკურსების და ქართველი მართლმადიდებლის იდეალური ტიპის გამოვლენას. კერძოდ, როგორი განწყობები არსებობს საზოგადოებაში მართლმადიდებელი არაქართველების, არამართლმადიდებელი ქართველების, არამართლმადიდებელი არაქართველების და ქართველი მართლმადიდებლის მიმართ.

მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ეთნოსთაშორისი და კომფესიათაშორისი ურთიერთობების და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცრესობების მიმართ უთანასწორობის, დისკრიმინაციის დისკურსები წარმოადგენს პრობლემას, რეალურად ეს საკითხები საზოგადოებრივი ინტერესის მიღმა რჩება.

პროექტის შედეგად შეიქმნა და დაიბეჭდა შემდეგი პროდუქტები: სამეცნიერო ანალიტიკური ბროშურა, სამეცნიერო ანალიტიკური სტატია და თეზისები.


<<<უკან

ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა