Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< ივნისი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
  1 2 3 4 5 6  
7 8 9 10 11 12 13  
14 15 16 17 18 19 20  
21 22 23 24 25 26 27  
28 29 30          

  მოვლენათა კალენდარი >>
2010-06-30
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების 2010 წლის კონკურსის მეოთხე ეტაპის შედეგები

დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეოთხე ეტაპი 2010 წლისათვის....

ვრცლად>>>
2010-06-29
გრანტის მიმღებთა საყურადღებოდ!

ძვირფასო კოლეგებო!

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული №165 დადგენილებით გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაცია, რომელიც უნდა დასრულდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ ა/წ 10 ივლისამდე ფონდში წარმოადგინოთ მიმდინარე კვარტლის ტექნიკური ანგარიშები.
ფონდის ადმინისტრაცია

.
ვრცლად>>>
2010-06-24
2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა №165 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე

საქართველოს მთავრობის
დადგენილება

N  165 2010 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

მუხლი 1....

ვრცლად>>>
2010-06-11
`საქართველოს მუსლიმური თემი თანამედროვეობის კონტექსტში (ისტორიული, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, სოციო-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური და სტატისტიკური ანალიზი)”

დასრულდა მუშაობა ორწლიან (2008–2009 წწ) სამეცნიერო საგრანტო პროექტზე. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინა შიოშვილი; მენეჯერი – ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია – სსიპ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი....

ვრცლად>>>
2010-06-10
2010 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსის შედეგები

2010 წლის 5 აპრილს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების კონკურსი.
კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 9 პროექტმა....

ვრცლად>>>
2010-06-08
2010 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

2010 წლის 5 აპრილს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა საკონფერენციო გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას....

ვრცლად>>>
2010-06-04
2009 წლის თემატური სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

2010 წლის 10 მაისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადეა თემატურ სახელმწიფო საგრანტო კონკურსი ,,საქართველო - რუსეთის ურთიერთობა XIX - XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის”.

კონკურსის მიზანია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის....

ვრცლად>>>
2010-06-01
შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატთა საჯარო ლექციების ციკლი სკოლის მოსწავლეთათვის
2010 წლის 2 ივნისს, 12 საათზე, თბილისის №1 საჯარო სკოლაში - შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მზექალა შანიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ბიბლიის ძველი ქართული ხელნაწერები“..
ვრცლად>>>
2010-06-01
შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატთა საჯარო ლექციების ციკლი სკოლის მოსწავლეთათვის
2010 წლის 3 ივნისს, 11 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში- შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარინე ბერიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ენის დოკუმენტების თანამედროვე მეთოდები და ქართული ენობრივი სივრცის პორტრეტი“..
ვრცლად>>>
2010-06-01
ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატთა საჯარო ლექციების ციკლი სკოლის მოსწავლეთათვის
2010 წლის 9 ივნისს, 11 საათზე, თბილისის 115-ე საჯარო სკოლაში - ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ნათია მიროტაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ქართველთა კულტურულ-პოლიტიკური ინტერესები IX - XI საუკუნეებში“..
ვრცლად>>>
ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა