შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები

შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის ბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს ფარგლებში

2013 წლის შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხდებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით:შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის ბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს ფარგლებში.

  • პროექტისხელმძღვანელისსახელიდაგვარი: რობერტ დიაკონიძე -მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ძირითადიპერსონალისშესახებინფორმაცია: ევგენია შენგელია - მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

საყოველთაოდ ცნობილია შავი ზღვის დანიშნულება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებისათვის. ის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი ძირითდი შემადგენელი ნაწილია და მისი პორტები მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს ტვირთების გადაზიდვებისთვის. ცნობილია აგრეთვე შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებაც, რომელმაც დღეისათვის საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს წყლის ხარისხი, მათ შორის ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელება და შავი ზღვის დონის მატებასთან დაკავშირებით ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესების გაქაქტიურება, რომელზედაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, ვიზიტორთა შემოსვლა და პორტებიდან ტვირთების გადაზიდვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საგრანტო პროექტის ფარგლებში (2014-2017 წწ.) განხორციელდა შესაბამისი კვლევები:

  • შესწავილილ იქნა ზღვის წყლის ხარისხის ფონური მდგომარეობა (27-29 მახასიათებელი);
  • განსაზღვრული იქნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელების დონე;
  • დამუშავდა ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებები;

საქართველოს ტერიტორიალურ წყლებში ზღვის წყალი ზოგადად დაბინძურებულია ზოგიერთი მძიმე მეტალებით, თუმცა წყლის ხარისხი ეკოლოგიური უსაფრთხოების პოზიციიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებელია და არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დღეისათვის შავ ზღვაში არც გოგირდწყალბადის დონეა საგანგაშო, თუმცა აუცილებელია მისი მონიტორინგის გაგრძელება. ჩვენს მიერ ორჯერ იქნა განსაზღვრული გოგირდწყალბადის გავრცელების დონე, თითქმის ერთი და იგივე კოორდინატებში, ქ. ფოთიდან ზღვის სიღრმეში 3 მილის მოშორებით და ორივე შემთხვევაში გოგირდწყალბადის გავრცელების ზღვარიიდენტურია, გადის საერთაშორისოდ აღიარებული სიდიდის პარამეტრებში და  180 მ-ს უდრის (დანართში იხილეთ ნახ. 1და სურ. 1).

განსხვავებული მდგომარეობაა ზღვაში ჩამდინარე წყლებში, რომლებიც ხშირად არის დაბინძურებული ზოგიერთი მძიმე მეტალით, ბიოგენური ნაერთებით და ბიოლოგიური მაჩვენებლებით. არადა სწორედ ზღვებში ჩამდინარე წყლები, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებენ ზღვის წყლის ხარისხს.

შავი ზღვის დონის მატებით გამოწვეული აბრაზიული პროცესების ინტენსივობის ზრდის შესაჩერებლად დამუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელშიც მიეთითა, რომ ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესებისაგან დასაცავად აუცილებელია ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირება ისე, რომ დამყარებული იქნეს წონასწორობა სანაპირო ზოლის გარეცხვასა და მდინარეთა მიერ ტრანსპორტირებულ მყარ ნატანს შორის. პარალელურად აუცილებელია ზღვის ტალღური ზემოქმედების საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.  

გაზომვებს აწარმოებენ სურათზე მარჯვნიდან მარცხნივ: გრანტის ხელმძღვანელი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი რობერტ დიაკონიძე; მეცნიერების დოქტორები ლევან წულუკიძე და თამრიკო სუპატაშვილი; მცურავი საშუალების ინჟინერ-მექანიკოსი უშანგი კაკაურიძე.