შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტის შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტთან დაკავშირებით.

კონკურსის მიზანია შეიმუშაოს State-of-the-science მოხსენება და ფაქტებზე დაფუძნებული ჰიპოთეზა, პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბების წარმმართველი მოდელებისათვის და მათში ფაქტობრივი საფუძვლის მნიშვნელობისათვის.

ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც ასაქმებს მეცნიერებს იმისათვის, რომ მეცნიერული კვლევის საფუძველზე ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სამეცნიერო რეკომენდაცია და ხელი შეუწყონ ევროკავშირის პოლიტიკას. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ძირითადი მოხსენება შემუშავებულ იქნება ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC)-ის მიერ, რომელიც დაეყრდნობა ექსპერტების დაწერილ State-of-the-science-ის ლიტერატურულ მიმოხილვებს. Enlightenment 2.0 flagship report - ისათვის პროექტის მიზანია თანამშრომლობა უკუკავშირის მიღების მიზნით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • ინდივიდუალურად მომუშავე მეცნიერებს;
  • წამყვან ავტორებს კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში, სამეცნიერო ლიტერატურის ავტორებსა და თანაავტორებს;
  • დარგის ექსპერტებს;
  • მმართველი კომიტეტის წევრებს/ექსპერტებს (Steering Committee members).
  • საერთაშორისო ორგანიზაციებს;

პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ღია კონკურსის გზით და ის მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:

  • შემეცნებითი ლინგვისტიკა;
  • ეთნოლოგია/ანთროპოლოგია;
  • ევოლუციური ბიოლოგია;
  • განმანათლებლობის ისტორია;
  • ნეირო მეცნიერებები;
  • ორგანიზაციული მეცნიერებები;
  • ქცევითი მეცნიერებები;
  • მეცნიერების ფილოსოფია;
  • ფიზიოლოგია;
  • პოლიტიკური კვლევები;
  • პოლიტიკური ქცევა;
  • პოლიტიკური ფსიქოლოგია;
  • პოლიტიკური მეცნიერება;
  • ფსიქოლოგია;
  • სოციალური ფსიქოლოგია;
  • სოციოლოგია;
  • თეოლოგია.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.