შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

2019 წლის 17 იანვარს, 16:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ - ქართული და ინგლისურენოვანი მონოგრაფია“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი ჯაბა სამუშია, რომელმაც მიმოიხილა ფონდისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების შესახებ.