შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენამ“ 20 წლის იუბილე აღნიშნა

 „გრენას“  20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიება გახსნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ხაზი გაუსვა „გრენას“  და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სამეცნიერო საზოგადოებისათვის: „გრენას“  და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის აგვისტოში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ კვლევის დროს საჭირო გამოთვლითი და მეხსიერების რესურსების გამოყენება. „გრენას“  მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოცულობითი მონაცემების დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას“.

ასოციაცია „გრენას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ ორგანიზაციის საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.

         დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განაცხადა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოციაცია „გრენასთან“ ერთად აქტიურად მონაწილეობდა ნატოს სამეცნიერო პროგრამის პროექტების განხორციელებაში. ამ პროექტების დახმარებით მოხერხდა უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსების ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით დაკავშირება და ქსელური აპარატურის მოდერნიზება“.

ევროკომისიის „EaPConnect“ პროექტის მენეჯერმა ვერონიკა დი ლუნამ აღნიშნა: “ასოციაცია „გრენას“  მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „EaPConnect“-ის პროექტში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ფართო საზოგადოებისათვის. მკვლევარებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ მონაცემთა გაცვლა, საერთაშორისო  თანამშრომლობა  და ციფრული უსაფრთხოება.

ასევე სტუმრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და მეცნიერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „გრენას“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის 9 ქვეყნიდან. აგრეთვე, საქართველოს წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.