შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფონდის დირექტორმა უმასპინძლა

21  მაისს შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური  დირექტორი ზვიად გაბისონია    Intel -ISEF-ის პრესტიჟულ  საერთაშორისო  კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს,  გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს -  დეა ილარიონოვას, შორენა გუჯაბიძეს, მარინა გუჯაბიძეს,  პროექტის კოორდინატორ  მაკა ქაჯაიას  შეხვდა.  ზვიად გაბისონიამ  მიულოცა მოსწავლეებს  საერთაშორისო ასპარეზზე  მოპოვებული  ეს  დიდი   მნიშვნელოვანი წარმატება და ფონდის სახელით მხარდაჭერასა და თანადგომას  შეჰპირდა მათ შემდგომ  საქმიანობაში.

მოსწავლებმა ისაუბრეს საფესტივალო  შთაბეჭდილეებზე, საკუთარ  ინოვაციურ საინჟინრო   გამოგონებებსა  და  გეგმებზე. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს პროექტი Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.

არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო - საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს,  I ადგილის სპეციალური ჯილდოს - „SPIE - Optics and Photonics Special Award” მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის გრანპრის მფლობელები - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე.