შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით

19 ივლისს,  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელიც ხორციელდება  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით,  ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. აღნიშნული კონფერენცია პროექტის „ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა“ ფარგლებში ტარდება, რომელიც  უკვე 6 წელია ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად  სკოლის მიმდინარეობა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით დაიხურება.

 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან საერთაშორისო საზაფხულო  სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები.  კონფერენცია, რომელიც ორ დღეს გასტანს,  ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროს მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენისათვის, რისი ნათელი მაგალითიცაა პროექტი „ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა“.