შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საჩუქრად წიგნები, პატარა ასტრონომ ქაიან ბელქანიასთვის

პროფესორ ლილი კოჭლამაზაშვილის თხოვნითა და ინიციატივით , შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის  გენერალური დირექტორი,  ზვიად გაბისონია  ესტუმრა  ქალბატონ ლილის,  რომელიც ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ.

მას შემდეგ, რაც  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის  გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ფონდში სტუმრობისას,    ასტრონომიით  დაინტერესებულ   წალენჯიხელ   მოსწავლეს  -  ქაიან  ბელქანიას საჩუქრად   ტელესკოპი და წიგნები გადასცა,  ქალბატონი ლილი   ნიჭიერი ბავშვით  დაინტერესდა  და  გადაწყვიტა, ქაიან ბელქანიას პირადი ბიბლიოთეკიდან აჩუქოს   წიგნები ასტრონომიაზე, პლანეტებზე,  ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა და  კეთილი სურვილებით სავსე წერილი.   

ალბათ, გულს გვითბობს, როცა ვიგებთ, რომ ვიღაცამ სრულიად უცნობის მიმართ სიკეთე გამოავლინა,  დიახ - ,,სიკეთე გადამდებია“ სწორედ ამ სიტყვით დაემშვიდობა პროფესორი ლილი კოჭლამაზაშვილი რუსთაველის ფონდის გენერალურ დირექტორს ზვიად გაბისონიას და უსურვა წარმატებები   სამეცნიერო ფონდს თავის ეროვნულ საქმიანობაში.